მიხეილ სააკაშვილის ძმის დაკავებაზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა და სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.
ტელეკომპანია 112-ის ეთერში ილია კივამ აღნიშნა, რომ დავით სააკაშვილი ქვეყანაში ყოფნის რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს და მას საქართველოში დეპორტაციისთვის ამზადებენ.
"დააკავეს სკანდალური, უკრაინის არამოქალაქე სააკაშვილის ძმა დავითი. ის დააკავეს ქვეყანაში ყოფნის რეჟიმის დარღვევისთვის. უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებს. ჩვენს ქვეყანაში იქნება წესრიგი და გპირდებით, ამას მივაღწევთ. ნებისმიერი კანონდარღვევა დაუყოვნებლივ დაისჯება, მიუხედავად ადამიანის სტატუსის, რანგისა და გავლენისა," - განაცხადა ილია კივამ.