18 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
მეწყერი მესტიაში - გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დაწყებამდე ადგილი გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ

მესტიის რაიონში სოფელ მაზერს მეწყრით წალეკვა ემუქრება. ადგილბრივები შველას ითხოვენ. მათი განმარტებით, ერთადერთი გზა სოფლის გადასარჩენად სპეციალური ტექნიკის ჩართვა და უშბის მთის ნაშალი მასისთვის მიმართულების შეცვლაა.

გამგეობაში კი აცხადებენ, რომ სამუშოების დაწყებამდე, ტერიტორია გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ, რომელთაც მესტიაში დღის განმლოვაში ელოდებიან.

მაზერის მოსახლეობის განცხადებით, თუკი ზომები დროულად არ იქნა მიღებული, პირველივე წვიმისას სოფელს წალეკვა ემუქრება.

მეწყერი დასახლებული ადგილიდან 300 მეტრში უშბადან გუშინ ჩამოწვა. რამაც გამოიწვია წყლის დაგუბებებიც. სოფელს კი წყლის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივებს ევაკუაციის იმედი აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები