18 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
სვანეთში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ინფორმაციით, სვანეთში სამუშაოები ამ დროისთვის საავტომობილო გზების გასაწმენდად მიმდინაროებს. ლენტეხის რაიონში მოძრაობა ნაწილობრივ ისევ შეზღუდულია.

„უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. ერთ ხიდთან უკვე მისასვლელი აღდგენილია. დარჩენილია 2 ხიდი. სამუშაოები ამ წუთას მიმდინარეობს. ადგილზე არიან ჩასული დეპარტამენტის წარმომადგენლები და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხვალ. დღის ბოლომდე, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის ბავარის ხეობაში მოძრაობა იქნება აღდგენილი,“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა.

რაც შეეხება მესტია-უშგულის მონაკვეთზე წარმოქმნილ პრობლემას, მისი თქმით, მოძრაობა ადგილზე არ შეფერხებულა და მდინარე გზაზე არ გადადის.

ამავე თემაზე
დღის ამბები