18 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
თუშეთში ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება - ხვალიდან მეოთხე ვერტმფრენიც ჩაერთვება

კახეთში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ჩამოყვანილმა ვერტმფრენებმა ამ დროისთვის მუშაობა შეაჩერეს. სამუშაო პროცესი, ცუდი ხილვადობის გამო, ხვალ დილამდე გადაიდო. 

ხვალიდან ჩაქრობით პროცესში მეოთხე ვერტმფრენიც ჩაერთვება, რომელიც კომპანია თუშეთის საკუთრებაა.  ვერტმფრენი უკვე თელავშია, თუმცა, ცუდი ხილვადობის გამო, ჩაქრობაში დილამდე ვერ ჩაერთვება. დღეს ხანძრის ჩასაქრობად 3 ვერტმფრენი - 1 1ართული და 2 ირანული, დღის ბოლომდე მუშაობდნენ.       

ადგილზე რჩებიან მაშველები, რომლებიც ხანძრის დაქრობას ახორციელებენ. 

ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია შილდისა და ართანის ტყის ნაწილში. თუშეთში კი ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.

თელავის აეროპორტში რჩებიან საგანგებო შტაბის წარმომადგენლები, რომელთა შორის ეროვნული სატყეოს სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვისა და კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შედიან. შტაბს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი. ხელმძღვანელობს.

დღის ამბები