18 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
1 დღეში გაჩენილი ხანძრები 4 რეგიონში - ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

დღეს ხანძარი საქართველოს 4 რეგიონში გაჩნდა: ართანის, შილდის, ხახაბოს და ჯუთას ტყეებში. ადგილები, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ძირითადად, მიუდგომელია.

სოფელ ართანას ტყეში, რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, ხანძარს ირანული ვერტმფრენებიც აქრობდნენ.  მიუხედავად ამისა, ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი გუშინ ტყეში ჩამოვარდნილი მეხია.

დღესვე ხანძარი გაჩნდა შილდის ტყეში, სადაც ხანძარსაწინაარმდეგო სამუშაოს შესრულებისას ერთი მეხანძრე დაშავდა. ის ყვარლის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოფიციალური ინფორმაციით, შილდის ტყეში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.

ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ჩაქრობა თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყეში. მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში, რთული რელიეფის გამო, დღის განმავლობაში ავიაციის მოყვანას ითხოვდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი დღის ბოლოს ჩაერთო. მთაზე ცეცხლის ორი კერა ამ დროისთვის ისევ ძლიერდება.

ხანძრის ლოკალიზება დღეს ალპურ ზონაში მდებარე ჯუთაში მოხერხდა. ცეცხლი მდელოს დღისით გაუჩნდა.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები