სვანეთში, ბეჩოს ხეობაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ღვარცოფის შემთხვევაში, სახლების დატოვება მოუწიოთ.
მიუხედავად საშიშროებისა, ხელისუფლება გეოლოგიურ დასკვნას ელოდება, შესწავლა-დაგეგმარებას 15 დღე სჭირდება. ხელისუფლებაში მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
უშბის მისადგომებიდან მოწყვეტილი ღვარცოფი საცხოვრებელი სახლებიდან 500-მდე მეტრშია. სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დაიწყება, შესაძლოა, განმეორებით მეწყერს ფატალური შედეგი მოჰყვეს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წვიმის შემთვევაში, ქვა-ღორღი და მიწა სოფელს დამეწყრავს.
ავტორი: ემა გოგოხია