18 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ექსპერტების 30-კაციანი ჯგუფი ბორჯომის ტყეში უკვე მუშაობს და გამოძიებას აბასთუმანშიც გააგრძელებს.

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხანძრები საქართველოში ხელოვნურად ჩნდება.  

დივერსიას არც სპეციალისტები გამორიცხავენ. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებით, განიხილება ყველა ვერსია და მათ შორის, დივერსიაც, მითუმეტეს იმ არაკეთილმოსურნე მეზობლის პირობებში.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაბამისად ჩატარებული გამოძიება ამ კითხვას პასუხს გასცემს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მსგავსი გამოწვევებისთვის მზად არ იყო. ამის მაგალითად კი ტყის კოდექსი მოჰყავთ, რომელიც პარლამენტმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვერ დაამტკიცა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 35-ჯერ გაჩნდა ხანძარი. გაჩენილი ხანძრების შედეგად უმეტესწილად უნიკალური ბუნება ნადგურდება. 

დღის ამბები