ქუთაისის მერიას წლევანდელ ბიუჯეტში 151 ათასი ლარი რესტორნებისთვის აქვს გამოყოფილი. უწყებამ თანხა 7 თვეში თითქმის მთლიანად დახარჯა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო 2 თვეში მერიასა და მის სტუმრებს სუფრა 80 ათას ლარზე მეტი დაუჯდათ.
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” და ”თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი, გოგი წულაია, აცხადებს, რომ მერიას ბიუჯეტიდან რესტორნებზე შარშანაც 100 000 ლარზე მეტი ჰქონდა გამოყოფილი.
ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მენიუს ხშირ შემთხვევაში სტუმრები უკვეთავენ. ამიტომ ხარჯების დაზოგვას ყოველთვის ვერ ახერხებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ თანხა დიპლომატებისა და სპორტსმენების ვიზიტების დროს დაიხარჯა. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, თანხის სრულად ათვისებას უწყებაში არ გეგმავენ.
ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი