18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ზემო კაჭრეთის მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშე დარჩა - ადგილობრივები თანაბარ გრაფიკს ითხოვენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი დღეში მხოლოდ 2 საათით მოდის, ისიც კონკრეტულ უბნებში და ასამდე ოჯახი საერთოდ წყლის გარეშეა დარჩენილი.

ზემო კაჭრეთში მცხოვრებ 100-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება.

გამგეობაში კი ამბობენ, რომ წყალი უჩვეულოდ გვალვიანი ზაფხულის გამო გაშრა და არასაკმარისი ამიტომაც გახდა. გურჯაანის რაიონის მუნიციპალური სერვისის დირექტორი, ზაზა ჯადუგიშვილი, აცხადებს, რომ წყალი მოდის, თუმცა, მცირე რაოდენობით.

როდის მოაგვარებენ არსებულ პრობლემას, გამგეობაში არ იციან. მოსახლეობა წყლის სამართლიან განაწილებას და ყველასათვის თანაბარ გრაფიკს ითხოვს.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები