06 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ რიგით მეექვე ბირთული ცდა ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ რიგით მეექვე ბირთული ცდა ჩაატარა. ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, მიწისქვეშა პოლიგონზე წარმატებით გამოსცადეს ბირთვული იარაღი, რომლის ჩატვირთვაც კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაშია შესაძლებელი.

სეისმოლოგების ცნობით, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრე 6,3 მაგნიტუდის იყო.

ბირთვულ ცდამდე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ახალ წყალბადის ბომბს ათვალიერებს.

ფხენიანის რიგით მეექვსე ბირთვული ტექსტი ყველაზე მასშტაბური იყო და სიმძლავრით წინა გამოცდას 10-ჯერ აღემატებოდა.

მომხდარის შემდეგ სამხრეთ კორეისა და იაპონიის ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომები მოიწვიეს. სეულმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშიც მოიყვანა.

დღის ამბები