ართანა-ფშაველის ტყეში ცეცხლს მეორე დღეა ებრძვიან. სამუშაოები ერთდროულად სამ კერაზე - მთათუშეთში, შილდასა და უშუალოდ სოფელ ართანას მახლობლად კოხტას მთის ფერდობზე მიმდინარებოს.
თელავის აეროპორტში საგანგებო შტაბი მუშაობს. კახეთის გუბერნატორის განმარტებით, მაშველების, რეინჯერებისა და მოხალისეების გარდა, ცეცხლის ჩასაქრობად ოპერაციაში დესანტიც ჩაერთო.
ხანძრის სალიკვიდაციოდ ვერტმფრენებიც მუშაობენ. ცეცხლს ორი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი აქრობს.