06 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
დონალდ და მელანია ტრამპები სტიქიის ზონაში - პრეზიდენტმა მეუღესთან ერთად ჰიუსტონი მოინახულა

დონალდ ტრამპი სტიქიის ზონაში დაბრუნდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქარიშხლისა და წყალდიდობისგან დაზარალებულ ტეხასში მეორედ ჩავიდა.

დონალდ ტრამპმა მეუღლესთან ერთად ამჯერად ქალაქი ჰიუსტონი მოინახულა და დაზარალებულებსა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მოხალისეებს შეხვდა.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თავშესაფარში საკვების დარიგებაშიც მიიღეს მონაწილეობდა. სტიქიას ტეხასში 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 40 ათასზე მეტი კი ამ დრომდე დროებით თავშესაფრებში რჩება.

დაღუპულთა ხსოვნას დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ლოცვით მიაგებენ პატივს. ტეხასიდან დონალდ ტრამპი ლუიზიანაში გაემგზავრა, რის შემდეგაც ვაშინგტონში დაბრუნდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები