06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
უკრაინის საიმიგრაციო სამსახური მიხეილ სააკაშვილის ძმისგან ქვეყნის დატოვებას ითხოვს

უკრაინის საიმიგრაციო სამსახური მიხეილ სააკაშვილის ძმისგან ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავით სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

ამის შესახებ საუბარია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც უწყებამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. საიმიგრაციო სამსახური ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ძმის საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დაბრუნებას მოითხოვს.

დავით სააკაშვილი სამართალდამცველებმა კიევში გუშინ დილით დააკავეს და საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს. ავაკოვის უწყების განმარტებით, სააკაშვილმა უკრაინაში ცხოვრების რეჟიმი დაარღვია და აპრილის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება.

დღის ამბები