06 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
ხანძარმა მადრიდში ჰაერის მასშტაბური დაბინძურება გამოიწვია

ხანძარმა მადრიდში ჰაერის მასშტაბური დაბინძურება გამოიწვია. საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები გავრცელდა.

საფრთხის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამი მუნიციპალური ქალაქის მოსახლეობა გააფრთხილა და მათ სახლებიდან გასვლისგან თავის შეკავება ურჩია.

ხანძრის შედეგად საწყობში 40 ტონა მაგნიუმი და ალუმინი დაიწვა, დაშავდა ერთი მუშაც, ინდუსტრიული ზონიდან და ახლოს მდებარე სასტუმროდან კი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

განგაში რამდენიმე საათის შემდეგ, ხანძრის სპეციალური საშუალებით ლოკალიზების შემდეგ მოიხსნა.

დღის ამბები