06 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის განეიტრალებისთვის ემზადებიან

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის განეიტრალებისთვის ემზადებიან. ტონა-ნახევრიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა მშენებლობის ადგილას აღმოაჩინეს, მისი გაუვნებელყოფა კი დღეს მოხდება.

უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელი სახლების დატოვება 65 ათას ადამიანს უბრძანეს. პაციენტები გაიყვანეს საავადმყოფოებიდანაც. პოლიციის განცხადებით, თუ ვინმე ბრძანებას არ დაემორჩილება, დააკავებენ.

ეს ომის შემდგომ პერიოდში, გერმანიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა. ბომბის განეიტრალების ოპერაცია, სავარაუდოდ, 12 საათს გაგრძელდება.

დღის ამბები