06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ვენეციის კინოფესტივალზე ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის ჩვენება გაიმართა

ვენეციის კინოფესტივალზე ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის ჩვენება გაიმართა. პრემიერას რეჟისორი და მსახიობი, მეუღლესთან ერთად, დაესწრო.

ფილმში სახელმწოდებით "სუბურბიკონი" მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები, მეტ დეიმონი და ჯულიანა მური, ასრულებენ. წითელ ხალიჩაზე ორივე მათგანი იმყოფებოდა.

ფილმი 1980 წელს ჯოელ და ეთან კოენების მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით გადაიღეს. "სუბურბიკონი" ამავე სახელმწოდების ქალაქის ცხოვრებასა და რასობრივ დისკრიმინაციაზე მოგვითხორბს.

სურათი კინოფესტივალის საკონკურსო სიაშია და მთავარი ჯილდოს, ოქროს ლომის ქანდაკების მოსაპოვებლად იბრძვის.

ვენეციის კინოფესტივალის რჩეულების ვაინაობა 9 სექტემბერს გახდება ცნობილი.

დღის ამბები