18 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
ართანასა და თუშეთში ხანძრებს ვერტმფრენები აქრობენ, შილდაში ცეცხლი ლოკალიზებულია

სოფელ ართანასთან და მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია - საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი. ისინი წყლით ლოპოტას ტბიდან მარაგდებიან. 

ართანას ტყეში ხანძრის ჩასაქრობად სამაშველო კონტიგენტი მეორედ გაზარდეს და 22 კაციანი დესანტი გადასხეს. ხანძრის ნაწილი ლოკალიზებულია. 

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ხანძარი შილდის ტყეში, თითქმის, სრულად ჩააქრეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები