თუშეთში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში დამატებითი ძალები ჩაერთო. სტიქიის ზონაში დილიდან მომუშავე მაშველებს, რეინჯერებსა და მოხალისეებს კიდევ სამი სახანძრო ბრიგადა შეემატა.
ცოცხალი ძალის გადანაწილება ვერტმფრენის მეშვეობით ხდებოდა. ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში ავიაციაც ჩაერთო.
ვითარება თუშეთში დღეს დილისთვის გართულდა. გუშინ გატარებული სამუშაოების მიუხედავად, ქარმა ხანძრის გავრცელება გამოიწვია და ცეცხლი 10 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო.
რთული რელიეფის პირობებში ხანძრის ლიკვიდირებას საგანგებო შტაბი დილიდან ცოცხალი ძალით ცდილობდა.