18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ქობულეთში ზღვაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, რომელსაც მაშველები 3 დღე ეძებდნენ

ქობულეთში ზღვაში 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. მოზარდის სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, მოზარდი დედასთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ტალღამ გაიტაცა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები