18 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
„ბინები ურიგოდ გაიცა" - დევნილები ლტოლვილთა სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ

ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ.

დევნილები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვდნენ. უწყების ხელმძღვანელი აქციის მონაწილეებთან არ გასულა.

იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ბინების განაწილების პროცესი უსამართლოდ მიმდინარეობს. დევნილები პროტესტის სხვადსხვა ფორმას ბოლო 4 დღის განმავლობაში მიმართავენ.

„ბინები ურიგოდ გაიცა,“- აცხადებენ დევნილები. 

დღის ამბები