ხანძარია გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფლავისმანთან. როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება.
ხანძარი ოკუპირებულ ნაწილშია და პრევენციის მიზნით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
რა მასშტაბზეა ხანძარი გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია.