ამ წუთებში ხულოს ტყეში 30-კაციანი სახანძრო ჯგუფი მიემართება. მოსახლეობიდან 112-ში შესული შეტყობინების გამო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხულოში გამოიძახეს.
ტყეში გაჩენილი ცეცხლი რეინჯერებმა ხულოს რაიონში, დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრში შენიშნეს.
როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხულოს ტყეში დაკვამლიანების შემჩნევის გამო, 30-კაციანი ჯგუფი გავიდა.
სატელეფონო კავშირის დამყარება უშუალოდ რეინჯერებთან ვერ ხერხდება.