წყლულეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცეცხლის სრულად ჩაქრობას 2 საათი დასჭირდა. ზარალს წყლულეთში ხვალ დაითვლიან.
ცეცხლი ჯერ ბალახს მოედო და შემდეგ სათავსო ნაგებობებზე გადავიდა. იყო საფრთხე, რომ ცეცხლი საცხოვრებელ აგარაკებზეც გადასულიყო, თუმცა 30-ზე მეტმა მეხანძრემ სტიქიის ლიკვიდაცადია დროულად მოახერხა.