ჯუთაში ხანძრის შედეგად 4 ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში ცეცხლი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა „რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
სოფელ ჯუთას მიმდებარედ ცეცხლი ალპურ საძოვარს მოედო. ადგილზე ცოცხალი ძალა - მეხანძრეები და რეინჯერები მუშაობდნენ. ტერიტორია ტექნიკისთვის მიუდგომელია.