06 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
პენტაგონი ჩრდილოეთ კორეას საფრთხის საპასუხოდ მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს ჰპირდება

პენტაგონი ჩრდილოეთ კორეას შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საფრთხის საპასუხოდ მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს ჰპირდება. განცხადება ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ჯეიმს მატისის თქმით, შეერთებული შტატები არ მიისწრაფვის ჩრდილოეთ კორეის განადგურებისკენ, თუმცა ამის რესურსი გააჩნია.

თეთრი სახლის ინფორმაციით კი, დონალდ ტრამპმა იაპონიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

პარალელურად, რამდენიმე დღის წინ ფხენიანის მიერ ბირთვული გამოცდის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ წვრთნები ჩაატარა. ამჯერად, სამხედროებმა ბირთვული პოლიგონის განადგურების სიმულაცია მოახდინეს.

დღის ამბები