30 სექტემბერი 2024,   15:36
ვრცლად
სპეციალისტების შეფასებით, თუშეთში ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის

თუშეთში ხანძართან ბრძოლა დილიდან განახლდა. სპეციალისტების შეფასებით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ისინი ვარაუდობენ, რომ ცეცხლი შესაძლოა, დღის ბოლომდე ჩააქრონ.

სოფელ ხახაბოსთან გაჩენილმა ცეცხლმა, დაახლოებით, 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე გაანადგურა.

ხანძრის ლოკალიზებას ავიაციასთან ერთად, 200-ზე მეტი მეხანძრე, რეინჯერი და მოხალისე ცდილობს. 

დღის ამბები