18 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ართანაში ცეცხლი დასახლებული ტერიტორიისკენ მიიწევს

კახეთში, სოფელ ართანასთან გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზება კვლავაც ვერ ხერხდება. ცეცხლი უკვე დაბლა, დასახლებული ტერიტორიისკენ მიიწევს. მეტყევეების ცნობით, ადგილზე ცეცხლის 10-მდე აქტიური კერაა, მიუდგომელი რელიეფი კი, სახანძრო სამუშაოებს უკიდურესად ართულებს.

კოხტას მთებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რეინჯერი და ავიაცია უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობს.

განადგურებულია რამდენიმე ათეული ჰექტარი ტყე.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ცოცხალ ძალასთან ერთად, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ავიაცია - ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი.

ადგილობრივების ნაწილი ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს. ნაწილი კი, ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეხი ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები