06 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
ტრამპმა ჩრდილო კორეის წინააღმდეგ ბირთვული იერიში არ გამორიცხა

მსოფლიო ბირთვული კრიზისის წინაშეა - ვაშინგტონი აცხადებს, რომ მზადაა ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებს ნებისმიერი ფორმით უპასუხოს, მათ შორის არც ატომური იარაღის გამოყენება გამოირიცხა.

დონალდ ტრამპმა ჩრდილო კორეის წინააღმდეგ ბირთვული იერიში იაპონიის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბრისას არ გამორიცხა. 

სამხრეთ კორეაში კი, პარალელურად მაშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. სამხრეთ კორეის პოლიგონზე ავიაციით და ბალისტიკური რაკეტებით ფხენიანის ობიექტების მოდელირებულ დაბომბვას ახორციელებენ.

სამრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებს შორის 20 წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. განხილვის მთავარი თემა ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება იყო.

დღეს გაერო უშიშროების საბჭო მორიგ საგანგებო სხდომას გამართავს. მის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რა სახის ზომებს მიმართავს საერთაშორისო გაერთიანება ჩრდილო კორეის წინააღმდეგ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები