06 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რუსეთს ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს. განცხადება, ვასილი გრიცაკმა უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. გრიცაკმა რუს კოლეგას, ალექსანდრ ბორტნიკოვს მიმართა.

"მოგმართავთ როგორც ოფიცერი ოფიცერს. ომის პირობებშიც კი არსებობს წესები, რომლებსაც არ უნდა არღვევდნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები. რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებს ოდესაში, ხარკოვში, ხერსონსა და სხვა ქალაქებში ტერაქტების ორგანიზებასთან აქვთ კავშირი," - განაცხადა ვასილი გრიცაკმა.

მისივე თქმით, ბორტნიკოვი მზადაა, რუსეთში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს, ამაში კიევი დაადანაშაულოს და უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს.

დღის ამბები