06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
მესამე დღეა ლოს ანჯელესში ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

მესამე დღეა ლოს ანჯელესში ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ქალაქის მერის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის შესახებ გაფრთხილება კალიფორნიის გუბერნატორმაც გაავრცელა.

ვითარება სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შედარებით გაუმჯობესდა, სამაშველო სამუშაოებს ხელი ტემპერატურის დაწევამ და მცირე წვიმამ შეუწყო.

დამწვარია 3 ჰექტრამდე მიწის ფართობი და 3 საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული რაიონიდან 700-ზე მეტი ოჯახი გაიყვანეს.

მაშველები ამ დროისთვის ხანძრის კერების 15%-ს აკონტროლებენ.

დღის ამბები