18 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017-ის" ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.

საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები - ოთო ნემსაძე, მაკა ზამბახიძე და ნუცა ბუზალაძე წარდგნენ.

საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2017“ ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების და შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები