თუშეთში შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ჩავიდეს და ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ ინფირმაცია მოისმინოს და სოფელ ხახაბასთონ არსებული სიტუაციას გაეცნოს.
თუშეთში ხანძართან ბრძოლა კვლავაც გრძელდება. სოფელ ხახაბოსთან გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება ამ ეტაპზე მხოლოდ, ნაწილობრივ მოხერხდა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე ხანძრის დიდ ნაწილს ჩააქრობენ.
სამუშაოებში ავიაციასთან ერთად ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე, რეინჯერი და მოხალისე.
წინასწარი შეფასებით, ტყეში გაჩენილმა ცეცხლმა 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე გაანადგურა.
ავტორი: თაკო სურგულაძე.