ხვალიდან პეკინისა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, რის გამოც, მოძრაობა დროებით იზღუდება.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში გზის ზედაფენა დაიგება და სავალი ნაწილი მოწესრიგდება.
თბილისის მერია მოსახლეობას პეკინის ქუჩისკენ მოძრაობისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.