ავარია სოფელ ოკამთან. მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და მას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.