„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, საუბნო კომისიის ნეიტრალური კვოტები, მმართველი პარტიის აქტივისტებით დააკომპლექტა. ოპოზიციის განმარტებით, მმართველმა პარტიამ ეს ნაბიჯი არჩევნების გასაყალბებლად გადაიდგა.
„ზუგდიდში "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ანი წითლიძე.
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, განცხადებით კი ნათესაური კავშირი ხელისშემშლელი არ არის და სიაში მოხვედრილ ადამიანებს შესაბამისი სტაჟირება გავლილი აქვთ.