18 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"ქართული ოცნება" საოლქო კომისიებს თავისი აქტივით აკომპლექტებს და გაყალბებისთვის ემზადება - ენმ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან. ოპოზიციურ პარტიაში ამტკიცებენ, რომ საარჩევნო ოლქების საუბნო კომისიებს მმართველი გუნდი საკუთარი კადრებით, პოლიტიკური ნიშნით ავსებს.

ენმ-ში აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საოლქო კომისიას წევრთა სია დასამტკიცებლად წინასწარ გაუგზავნა.

პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ანალოგიური სიტუაციაა. კომისიების წევრობისთვის ძირითადად საჯარო მოხელეები იბრძვიან.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გადაღებული ფარული ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ საუბნო კომისიის მსურველების ნაწილი ვაკანტური პოსტების დაკავების მიზნით განაცხადს სპეციალური ოთახისგან მოშორებით ავსებენ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იმ 6 ვაკანტურ პოსტზე, სადაც წესით უპარტიო, პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები უნდა დამტკიცდნენ, "ქართული ოცნება" საკუთარ მხარდამჭერებს ლობირებს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" შესაბამის უწყებებსა და ცესკოს, სავარაუდო კანონდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, უპარტიო წევრების კვალიფიკაციის მიხედვით დანიშვნას ურჩევს.

საუბნო კომისიების დაკომპლექტების ბოლო ვადა კი 5 სექტემბერია. კომისიის 13 წევრიდან, 7 პოლიტიკური პარტიების კვოტაა, 6 კი დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატების.

ამავე თემაზე
დღის ამბები