18 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
შემთხვევა, რომელიც ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, შესაძლოა, კურიოზად დარჩეს

დაკავებულების, გიორგი ქველიძის და ლევან გუდიშვილის საქმე, შესაძლოა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში კურიოზად დარჩეს. ორივე მათგანი ლევან მაზიაშვილთან ერთად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გასული წლის 16 დეკემბერს სპეცოპერაციისას დააკავეს.

გამოძიება მათ იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავებოდა, თუმცა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გუდიაშვილმა და ქველაძემ დარბაზი მხოლოდ იმიტომ ვერ დატოვეს, რომ მათივე საქმის პროკურორმა, სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით ახალი ბრალი წაუყენა და მათთვის წინასწარი პატიმრობის ახალი ვადის ათვლა დაიწყო.

ადვოკატის, თამაზ კილავანას ინფორმაციით, ინცინდენტი, რომელიც პროკურორმა ვახტან ცალუღელაშვილმა უპატივცემლობად შეაფასა 28 ივლისის სხდომაზე მოხდა, როდესაც სასამართლოს დასკვნითი სიტყვით ბრალმდებელი მიმართავდა. ადვოკატი იხსენებს, რომ განსასჯელებმა პროკურორის პოზიციის მიმართ საკუთარი აღშფოთება გამოხატეს.

გუდიშვილის და ქველაძის ოჯახის წევრები პოლიციის პირად ინტერესზე საუბრობენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამართალდამცველები მათ მხოლოდ იმიტომ დევნიან, რომ ორივე წარსულში ნასამართლევია.

გიორგი ქველაძეს, ლევან გუდიშვილს და ლევან მაზიაშვილს მათ დაკავებაში მონაწილე პოლიციელების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საჩივარი პროკურატურაშიც ქონდათ შეტანილი, თუმცა, რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

მთავარ პროკურატურაში არ განმარტეს, რატომ იყო აუცილებელი ქველაძის და გუდიშვილის მიმართ დამატებითი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

დღის ამბები