18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
პრეზიდენტის ინიციატივა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამკაცრებაზე და მთავრობის რეაქცია

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გართულების ინიციატივით გამოდის.

ამ ინიციატივას მთავრობა ჯერჯერობით არაფრით პასუხობს. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება უკვე გართულებულია და სპეციალური კომისია ამჟამად მიღებული განცხადებების დაახლოებით 50%-ს აკმაყოფილებს. კომისიის მიერ დამტკიცებული სია, შემდგომ პრეზიდენტს ეგზავნება.

გიორგი მარგველაშვილი ითხოვს, რომ კომისიამ კრიტიერიუმები გაამკაცროს და საქართელოს პასპორტი პირს ბევრად უფრო მკაცრი შემოწმების შემდეგ მისცეს. პრეზიდენტი კომისიის შემადგენლობის გაფართოებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ მასში საზოგადოების წარმომადგენლებში უნდა იყვნენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაზე გაზრდილ მოთხოვნას ადასტურებენ, თუმცა, რამდენით დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

ივლისის შუა რიცხვებში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით - შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 55 ათასამდე მოქალაქემ იმოგზაურა და 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ევროკავშირიდან მხოლოდ 3132 მოქალაქე არ დაბრუნდა.

დღის ამბები