18 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
მწვერვალი „საქართველოს კონსტიტუცია“ - პრეზიდენტმა დროშა ალპინისტებთან ერთად აღმართა

გუდაურთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ალპინისტებთან ერთად დროშა აღმართა. ამიერიდან, 3170 მეტრი სიმაღლის მწვერვალს „საქართველოს კონსტიტუცია“ დაერქმევა. ამ საკითხის ოფიციალურად დამტკიცებამდე რამდენიმე პროცედურა აშორებს.

პრეზიდენტის აზრით, ახალი მარშრუტი „საქართველოს კონსტიტუციის“ მწვერვალზე ტურიზმის სტიმულირებისთვის კარგი საშუალებაა.

საქართველოს პრეზიდენტს მრავალწლიანი ალპინისტური გამოცდილება აქვს. „საქართველოს კონსტიტუციაც“ მან მეგობრებთან ერთად დალაშქრა.

რთული ექსპედიცია მშვიდობით დასრულდა.

დღის ამბები