თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება უკვე შეძლეს. თუმცა, მის საბოლოოდ ჩაქრობას სავარუდოდ კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. მაშველი-მეხანძრეები, რეინჯერები, მოხალისეები ტყეში სახანძრო მანქანების გარეშე ცეცხლმაქრებით და სამუშაო იარაღებით მუშაობენ.
ცეცხლმა დაახლოებით 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე უკვე გაანადგურა. მეტყევეების ინფორმაციით, ტყის ძირითადი ნაწილი გადარჩენილია და დამწვარია ძირითადად ბალახი.