მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო მსახიობთა თეატრის დასი ისრაელიდან გამთენიისას დაბრუნდა. მსახიობებიდან მედიასთან კომენტარი მხოლოდ თეატრის დირექტორმა გააკეთა. ზურაბ გეწაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგები დასისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
"ეს ინფორმცია გამოდიოდა და ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ იყო არაფერი. მას აქვს იმდენი ღვაწლი, რომ შეიძლებოდა უკეთესი ფორმა გამოძებნილიყო და ასე მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" გამახსენდა. ეს არის კონკურსი, სადაც გაიმარჯვა ერთმა და არ გაამარჯვებინეს მეორეს," - განაცხადა ზურაბ გეწაძემ.
რაც შეეხება ქეთი დოლიძის უფლებამოსილების ამოწურვას - დასს ამ საკითხზე საერთო პოზიცია ჯერ არ აქვს. თემაზე მსახიობები ქეთი დოლიძესთან ერთად 10 სექტებერს, დასის ოფიციალურ შეკრებაზე იმსჯელებენ.
ზურა გეწაძის თქმით, ის პირადად იცნობს გიორგი სიხარულიძეს და მზად არის თანამშრომლობისთვის, თუმცა, ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მინისტრს თეატრის დირექტორის პოსტზე ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.