დემირელის სახელობის კოლეჯის პედაგოგები, კურსდამთავრებულები და მოსწავლეთა მშობლები დღეს განათლების სამინისტროსგან აქციას გეგმავენ. ისინი უწყების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, სასწავლებელს გაუმართავი ინფრასტრუქტურის მოტივით, ავტორიზაცია შეუჩერეს.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი თურქეთის მოთხოვნებს და მუსტაფა ემრე ჩაბუქს უკავშირდება. თუ განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას არ შეცვლის, დემირელის სახელობის კოლეჯის პედაგოგები მშობლებთან ერთად, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.