06 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად რჩება - ფედერიკა მოგერინი

ევროპელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად რჩება - განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ოფიციალურ ანკარასა და ევროკავშირს შორის ხშირად რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა თურქეთი ევროპის სტრატეგიული პარტნიორია.

ოფიციალური ანკარა კი გერმანელ პოლიტიკოსებს პოპულიზმში ადანაშაულებს.

ანგელა მერკელსა და მარტინ შულცს შორის გამართული სატელევიზიო დებატების დროს მათ განაცხადეს, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების შეწყვეტის მომხრეები არიან.

დღის ამბები