18 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
შავნაბადას მთაზე ხანძრის ქრობის პროცესში თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება 

ძლიერი დაკვამლიანებაა ამ დრომდე მაღალმთიან აჭარაში. ხულოში, შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულია ადგილობრივი მოსახლოება. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა - იჭრება გზა. ხულოში ელოდებიან მეორე თურქული ვერტმფერენის ჩაფრენასაც.

ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა, შესაძლოა, ცეცხლის უფრო დიდ მასშტაბებზე გავრცელება მოხდეს.

ქრობის პროცესში 500-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, ელოდებიან ავიაციის ჩართვასაც.

დღის ამბები