06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა EPP-ის ასამბლეაზე განხილვის მთავარი თემაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა კოპენჰაგენში "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეაზე განხილვის მთავარი თემაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა, ორმხრივ შეხვედრებზეც განიხილება.

„კურიერთან“ საუბრისას რადას მოქმედმა დეპუტატმა, გრიგორი ნემირამ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარება უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს ზიანს აყენებს. 

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს და ასამბლეის მონაწილეებს ვაცნობეთ, შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ, როდესაც ძალოვანი უწყებები ასრულებენ პრეზიდენტის მითითებას ან ნებას და შერჩევით ახორციელებენ ზეწოლას პოლიტიკურ ოპონენტებზე. აღმაშფოთებელია, კონსტიტუციის დარღვევა, კერძოდ კი, კონსტიტუციის 25 მუხლით მოქალაქეობის უკანონო ჩამორთმევა. თუ ეს არ შევაჩერეთ, აუცილებლად მიგვიყვანს ავტორიტარიზმამდე. ეს ეწინააღმდეგება უკრაინელი ხალხის და ჩვენი საზოგადოების ევროპულ მისწრაფებას. მოვუწოდეთ უკრაინელი ხალხისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობისკენ. "ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერებისგან მოვისმინეთ იმედისმომცემი პასუხი და ვიმედოვნებთ ეს ყველაფერს შეცვლის,“ - აცხადებს გრიგორი ნემირა. 

დღის ამბები