18 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის გამოცხადებამდე საპატრიარქოსთან მისულმა სასულიერო პირებმა კომენტარი არ გააკეთეს

ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის გამოცხადებამდე საპატრიარქოსთან სასულიერო პირების დიდი ნაწილი არ გამოჩენილა. ის სასულიერო პირები კი, რომლებიც საპატრიარქოში მივიდნენ, მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

სასულიერო პირების განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეს ვერ შეაფასებენ მანამ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაეცნობიან.

მათ ასევე, თავი შეიკავეს ზოგადი შეფასებისგან, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუტანა საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმემ. 

დღის ამბები