„ეს აბსოლუტურად ყველაფერს გასცდა,“ - ასე აფასებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ეს აბსოლუტურად ყველაფერს გასცდა. იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიკაცია შეიცვალა და შესაბამისად, 109-ე მუხლის მაგივრად ჩამოვედით 108-ე მუხლზე და ანგარების მაგივრად შურისძიება ყოფილა,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არანაირი მოტივაცია არ იკვეთება.