18 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პილატეს პირდაპირი მემკვიდრეები - მეუფე პეტრე 

„დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პილატეს პირდაპირი მემკვიდრეები,“ - ეს განცხადება, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ განაჩენი არის ფარისევლური და ანტისახელმწიფოებრივი.

მისივე თქმით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩაიდინა საკუთარი თავის, შთამომავლობის და სასამართლოს სუიციდი.

„დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ასევე უსამართლო, ფარისევლური განაჩენი და მე ვფიქრობ და ჩემი პირადი შეფასებით, როგორც მოსამართლემ, მის მთელ თაობას და შთამომავლობას, ასევე სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი ანუ თვითმკვლელობა, რომელიც მიუტევებელი ძალიან მძიმე ცოდვაა.

"მათ მათთვის საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას უფალი ამბობს ჩვენს ცხოვრებაში და მათ დაავიწყდათ, რომ მსაჯული არის ღმერთი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

"ეს არის თვითმკვლელობა სასამართლოსი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამე თუ სახელმწიფო თავისუფლება ძლიერება, მისი განვითარება სასამართლოზე გადის, ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა მონად ზეწოლისა, მონად უსამართლობისა ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლემ გადაწყვეტილება კონკრეტული მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო.

„ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია და ნაბიჯი არ გვინახავს სინანულისა სახელმწიფოს პირველი პირებისა, რომლებიც უპრინციპოდ სდებენ ბრალს და ცილი დასწამეს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ მათ ამ ცოდვის გამოსყიდვის არანაირი ნაბიჯი,“ - აცხადებს მეუფე პეტრე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები