18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ეს არის სახელმწიფო არა მარტო მამა გიორგის, არამედ საპატრიარქოს წინააღმდეგ - მიხეილ რამიშვილი

„სახელმწიფო არა მარტო მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ, სახელმწიფო გამოდის საპატრიარქოს წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

ის აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, სახლემწიფოს საპატრიარქოზე ზეგავლენის მოხდენა სურს.

„იმიტომ, რომ მე პირდაპირ ვხედავ, რომ სახელმწიფოს უნდა ამ გადაწყვეტილებით უბრალოდ ზეგავლენა და ზემოქმედება იქონიოს საპატრიარქოზე. ჩემი რჩევა იქნება, დაუკვირდეს საპატრიარქო, რისი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ბრალდებულ დეკანოზთან, ამ წუთებში მისი ადვოკატები იმყოფებიან. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღეს გამოაცხადა. გიორგი მამალაძე პროცესს არ დასწრებია და განაჩენი მას სავარაუდოდ, საკანში შეატყობინეს.

დღის ამბები