30 სექტემბერი 2024,   15:29
ვრცლად
ხანძარი ხულოში - ამ ეტაპზე ცეცხლი 5 ჰექტარზეა გავრცელებული

შუადღის შემდეგ შავნაბადას მთაზე ვერტმფრენი მუშაობს და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებს. ტყეში უკვე დასრულდა გზის გაყვანის სამუშაოები 3-კილომეტრიანი გზა გაიხსნა.

მზად არიან სახანძრო მანქანები და ხვალ დილიდან ისინი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთვებიან.

მეხანძრე მაშველებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი შემოუერთდა.

შუადღის შემდგომ ხანძრის კერები უფრო გაღვივდა და ამ ეტაპზე ცეცხლი 5 ჰექტარზეა გავრცელებული.

დღის ამბები